Friday, April 8, 2011

ხიდი

ახალგაზრდა გათხოვილი ქალი  თავს მარტოსულად გრძნობდა, რადგან მისი ქმარი მთელ დროს თავის სამუშაოს უთმობდა, ამიტომაც გაიჩინა საყვარელი. ერთ დღეს, როცა მისი ქმარი  სამსახურეობრივ შეხვედრაზე წავიდა,   ქალი შეუთანხმდა საყვარელს შეხვედრაზე.
მისი საყვარელი მდინარის მეორე ნაპირას ცხოვრობდა ,  ქალს მასთან მისასვლელად ხიდი უნდა გადაევლო.
როდესაც უკან ბრუნდებოდა ხიდზე მას მანიაკი შეხვდა , ქალს შეეშინდა და დახმარება უცნობ გამვლელს სთხოვა. გამვლელმა უთხრა , რო მხოლოდ იმ შემთხვევაში  დათანხმდებოდა  დახმარებაზე , თუ ქალი მას  დიდ თანხას გადაუხდიდა. ქალს თანხა არ ჰქონდა და  გადაწყვიტა საყვარლისთვის ეთხოვა დახმარება,  საყვარელმა ფულზე უარი უთხრა და ღამით მასთან დარჩენა შესთავაზა. ქალს დარჩენა არ შეეძლო  ამიტომ  გაახსენდა  ძველი მეგობარი მამაკაცი , რომელიც მასზე უიმედოდ იყო შეყვარებული. ქალი მივიდა მასთან , უამბო ყველაფერი და დახმარება სთხოვა . გულგატეხილმა  ძველმა მეგობარმა დახმარებაზე უარი უთხრა  და ქალი იძულებული გახდა, მარტო გამკლავებოდა მანიაკს , თუმცა ვერ შეძლო და მანიაკმა ის სიცოცხლეს გამოასალმა.

თქვენი აზრით  ვის მიუძღვის ქალის სიკვდილში  ყველაზე დიდი წილი?  1. მანიაკს, 2. ქმარს, 3.საყვარელს, 4.ბავშვობის მეგობარს, 5.უცნობ გამვლელს, 6.თავად მას .
 დაალაგეთ დამნაშავეები თანმიმდევრობით  :)))

2 comments:

  1. tava qals rasakvirvelia ))) maniaks ra eqna, maniakia da tavisi saqme gaaketa, danarcheni yvela damnashavea, vinc ar daexmara mogalate qals :D

    ReplyDelete
  2. getanxmebi zura mec mimachnia rom yvelaze metad qalia damnashave :)) tumca sxvebsac aqkisriat pasuxismgebloba

    ReplyDelete