Friday, June 24, 2011

ისტ.ჯგუფი ”Luca Polare”-ში








ჩვენი კურსი  ოფიციალურად 16 ივნისს დასრულდა, თუმცა  16შივე  დაიგეგმა კიდევ ერთი დამატებითი ლექცია , სადაც მსურველები მივიდოდით და კიდევ შევისწავლიდიდთ რაღაც საინტერესოს.    ჯგუფის რამდენიმე წევრს ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი  არ დაგვეზარა და  მივედით დამატებით ლექციაზე. თან დაგეგმილი გვქონდა , რომ ლექციის მერე ლექტორთნ ერთად ”Luca Polare"ში  უნდა ”გვენაყინა” : D
 მე ლიკა და  ფიქრია ცოტა ადრე  მივედით უნივერსიტეტში და უკან მდებარე გეგეშიძის ბაღში ვიხსენებდით  რამდენი  კარგი რამ გავაკეთეთ ამ კურსის განმავლობაში , ამასობაში  5 საათიც გახდა და ავედით აუდიტორიაში. იქ კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ნათია გველოდებოდა , მალე ლექტორიც და  მეორე მეგობარიც  შემოგვიერთდა.
  ლექტრომა იქვე შეგვიმოწმა ელ.პორტფოლიოები (ანუ ჩვენი ბლოგები, სადაც ახლა ამ პოსტს ვდებ)  გამოგვიცხადა საბოლოო ქულები და  გვასწავლა  კვლევის ჩატარება , მარტივად და სახალისოდ თემაზე ტკბილეული .  ჯგუფი 2 ნაწილად გაიყო  მე და ნათია , და ფიქრია , ლიკა და ლაშა ,  2ვე ჯგუფს  დაგვევალა 30 წუთის განმავლობაში გამოგვეკვლია რისთვის  ყიდულობენ ადამიანები ტკბილეულს , შემდეგ კი ”Luca Polare” სთან შევხვედროდით.
კვლევამ საინტერესოდ ჩაიარა, ყველაზე დასამახსოვრებელი  ერთი გიჟი ქალი იყო , რომელიც გვეჩხუბა ,  რომ მოვაცდინეთ და   ვთხოვეთ  კითხვაზე ეპასუხა   და კიდევ ”ბებერი” ტყუპები , ძალიან სასაცილო  ქალები ,  ფუფალასებრი მაკიაჟით , ნათია ისე აღაფრთოვანა იმათმა დანახვამ , რომ  მეტი არ შეიძლება ,       გვინდოდა მათთვისაც გვეკითხა აზრი  ტკბილეულთან დაკავშირებით , თუმცა  ჩემი   ციფრული რომ დაინახეს უარი გვითხრეს და გაიქცნენ, (მათ ასაკში  როგორც შეეძლოთ სირბილი ისე)  ამასობაში  დროც გავიდა და მივედით დანიშნულ ადგილამდე :))
    რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, შემდეგ კი ლექტორი ნაყინით გაგვიმასპინძლდა  :)))
ეს იყო , კიდევ ერთი ლამაზი და გემრიელი დღე  ამ კურსის განმავლობაში . იხილეთ რამდენიმე ფოტო , და კვლევის  ამსახველი ვიდეო :))

Sunday, June 5, 2011

რა ვისწავლე კურსის განმავლობაში

ICTის  კურსი მართლაც საინტერესო იყო ჩემთვის , ბევრი რამ ვისწავლე რასაც  აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში , თუმცა ახლა მინდა გიამბოთ რას ველოდი ამ კურსიდან,  რატომ ავირჩიე და რამდენად გამართლდა ჩემი იმედები.
თავიდან როცა არგუსის პროგრამა ჩაირთო და საგნებს ვირჩევდი ,  ჩემი ყურადღება  საგნის დასახელებამ მიიქცია , მივხვდი რომ  ეს კურსი კომპიუტერთან უშუალო კავშირში იქნებოდა და  არც ისე რთული უნდა ყოფილიყო, რადგან კომპიუტერი ჩემი დიდი  მეგობარია :)) დროც ხელსაყრელი იყო ჩემთვის და  გადავწყვიტე , რომ ერთ -ერთი  რასაც  ამ სემესტრში გავივლიდი ეს კურსი იქნებოდა .
 კურსი მართლაც მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა , პირველი დავალება  იყო ინფორმაციის მოძიება ჩვენი სახელის შესახებ , შემდეგ ბლოგის შექმნა , პროექტის გაკეთება ჯგუფში , მე და ჩემმა მეგობრებმა , ფიქრიამ და თეომ  პოეზიის საღამო დავგეგმეთ  და სურვილი გაგვიჩნდა ეს პროექტი მართლაც გაგვეხორციელებინა , თუმცა....  გაკვეთილის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმისა და ისტის  მეშვეობით , რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და    დიდი სიამოვნებით  გავაკეთე , ეკსკურსია-პროექტი  ყველაზე დაუვიწყარი დღე იყო ჩემთვის .
 ამ კურსის გავლისას   დავამუშავე  საიტები www.blogger.com  რომლის შესახებაც ადრეც ვიცოდი  თუმცა არა ასე დეტალურად , ვისწავლე ვებ-გვერდის  შექმნა ,  გვერდზე  გამოკითხვის ჩატარება , ასევე ”doodle”ლი  რომლითაც გამოკითხვის ჩატარებაა შესაძლებელი ,  უნდა ავღნიშნო  საგანმანათლებლო საიტი სადაც სხვადასხვა ღონისძიებები საინტერესო  პროექტები და ფორუმებია მასწავლებლებისათვის www.iearn.org მართალია ამ ვებ.გვერდით ხშირად არ ვსარგებლობ , მაგრამ თუ დამჭირდა აუცილებლად გამოვიყენებ

ლაშქრობა არმაზის ხევში

თვეზე მეტიველოდე ამ დღეს, როგორც იქნა  დადგა 12 მაისიც ,  წინა ღამეს სანახევროდ მეძინა იმის შიშით  დილას წვიმა არ იყოს თქო :) დიდუბის სადგურზეც 40 წუთით ადრე მივედი  სახლიდან  ადრე გამოვედი რო არ დამეგვიანა J მალე მოვიდნენ მეგობრებიც და ნელ-ნელა ყველა შეიკრიბა , საჭირო პროდუკტები  შევიძინეთ და დაიწყო ეკსკურსია :))
1-ლი   აქტივობა დაძვრის შემდეგ იყო სახელების  მიმაგრება მკლავზე ან სადმე გამოსაჩენ ადგილას, როცა ”მარშუტკიდან” ჩამოვედით  დაგვევალა  გზის გაკვლევა არმაზის ხეობამდე  , შემდეგ შევისვენეთ თუმცა  მაშინ არც დაღლილები და არც ტალახიანები არ ვიყავით ჯერ, მესამე დავალება ერთმანეთის დაბადებიის დღეების დადგენას და შემდეგ რიგრიგობით დადგომას მოიცავდა  , ამ დავალებით   ფაქტობრივად ერთმანეთი გავიცანით, შემდეგი დავალება კი   წყვილში  სრულდებოდა და სხვადასხვა  ფოთლის შეგროვებას გულისხმობდა გზადაგზა  უნდა გვეგროვებინა ეს ფოთლები მეწყვილეებთან ერთად, თავიდან   დიდი შემართებით დავიწყე, მაგრამ მალე გზა გართულდა და  ფოთლებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა , მთავარი მიზანი კი  გზის ისე გავლა იყო რომ რამე  არ დამეზიანებინა  . საბოლოოდ ფოთლები დავთვალეთ და აღმოჩნდა რომ მე და გიორგიმ 29 განსხვავებული  ფოთლის  მოგროვება  შევძელით , გამარჟვებულმა გუნდმა 46 მოაგროვა :)))  გადავიღეთ  სამახსოვრო ფოტოები ჩვენს შეგროვილ ფოთლებთან და  განვაგრძეთ გზა. ნელნელა  გზა კიდე უფრო მეტად გართულდა  ნახევრად ტალახიანი  ვიყავი და გზის გაკვალვაში ლექტორი და ჯგუფელი ბიჭები მეხმარებოდნენ.
 ამის შემდეგ ავედით  ეკლესიაში,   გადავიღეთ ფოტოები და შევუდექით   ისეთი ადგილის მოძებნას სადაც დავსხდებოდით  დავისვენებდით და შევჭამდით :))) თან გვევალებოდა  ჩვენი მეწყვილესგან მისი უცნაური თვისება გაგვეგო  , როგორც დავადგინე  გიორგის ბავშვობაში  ელექტრო მოწყობილობების დაშლა უყვარდა და რაც მთავარია ისევ აწყობა , ნაწილების მორჩენის გარეშე. მე ჩემი უცნაურობა  არ გამახსენდა   უფრო გზის მშვიდობით გავლაზე ვფიქრობდი :)))  დამავიწყდა რომ მიცვალებულების და ყველაფრის რაც მათთან ასოცირდება პანიკურად მეშინია , და იკიდევ  ჭექა-ქუხილის მეშინია ძალიან    
შემდეგ ცოტა გავერთეთ ვითამაშეთ , ზოგიერთებმა გამოიძინეს     კიდეც :D
 არ შემიძლია არ ავღნიშნო ძაღლი ,  თეთრი და ძალიან საყვარელი   ნამდვილი თეთრი დათვი  , თან ძალიან კეთილი ( არ გვიღრენდა  და ვისარგებლეთ და დიდხანს ვიპოზიორეთ ამ ცუგასთან , თუმცა ბოლოს  მგონი დაიღალა და  ცოტა გაბრაზდა .













6 საათზე უკან დასაბრუნებელ გზას გამოვუდექით ,უკანა გზა ცოტატი უფრო ადვილი იყო გასავლელად უკვე ასე თუ ისე  ვიცოდით რა უნდა გვექნა . გზად ფოტოებიც გადავიღეთ და  მცხეთამდე ფეხით  ვიარეთ , მცხეთიდან კი  სამარშუტო ტაქსით დავბრუნდით თბილისში   ლოდინი დიდხანს მოგვიწია და  ამიტომ მე და ეკა პირველივე ”მარშუტკით” წამოვედით  დანარჩენები დარჩნენ რადგან მეტი ადგილი აღარ იყო, თუმცა მათი მარშუტკაც  მალე მოვიდა 
 ეს დღე არასდროს დამავიწყდება მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს სახლაფორთო ადგილები  მაინც ძალიან მაგარი იყო ერთადერთი ის არ მომეწონა რომ  იმ ბილიკებზე ვერ დავდიოდი და ტალახში ამოვისვარე  მარშუტკის მძღოლის მცხვენოდა , კიდევ კარგი  ბნელოდა და კარგად  არ დაუნახავს რა ”სუფთა ვიყავი :)))  კიდევ ის არ მომწონს რომ დრეს ყველაფერი მტკივა  :))))  სხვა ყველაფერი ძალიან კარგად გამახსენდება და ვიხალისებ საკუთარ თავზე  :D
  იხილეთ  რამდენიმე  ფოთოც ... :)))