თუ თქვენ სარგებლობთ Mozilla Firefox ვებ ბრაუზერით , მაშინ პროგრამის გადმოწერა საჭირო არ არის , რადგან Mozillaს თვითონვე აქვს FDV suite
Nimbuzz
ნიმბუზი არის მრავალფუნქციური მესენჯერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეკონტაკტოთ თქვენ მეგობრებს ყველგან და ყოველთვის, ის მშვენივრად მუშაობს GSM ქსელშიც (3G-ზე აღარ მაქ ლაპარაკი). ნიმბუზს არ გააჩნია მხოლოდ სკაიპის მხარდაჭერა, მისი საშუალებით თქვენ დაეკონტაქტებით თქვენ Yahoo-ს კონტაქტებსაც. ასევე მასში უამრავი მესენჯერია და შესაძლოა ზოგი მათგანი არც კი გსმენიათ :) თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ ფაილები, მესიჯები, ხმოვანი შეტყობინებები თქვენ კონტაქტებს (მათ შორის სკაიპის კონტაქტებსაც). ასევე შეგიძლიათ დაურეკოთ. თუ თქვენ სახლში wifi ინტერნეტი გაქვთ, სრულიად უფასოდ დაურეკავთ მეგობარს სკაიპეში ან სხვა მესენჯერში. ასევე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ნიმბუზის კონტაქტის ადგილმდებარეობა ძალიან ადვილად(Google Map-ის საშუალებით). ნიმბუზს ასევე აქვს თავისი ჩატ ოთახები, სადაც ძალიან ბევრი ქართველია. საკმარისია ოთახების ძებნაში ჩაწეროთ Geo და ამოგიგდებთ ქართულ ოთახებს. მე პირადად იქ ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე თავის დროზე. ასევე შეგიძლიათ დააყენოთ ავატარი.
მოკლედ ეს ჩემი აზრით საუკეთესო მობილური მესენჯერია როგორც ფუნქციონალურობით, ასევე დიზაინით. მას ასევე გააჩნია კომპ, და ვებ ვერსიები. ნიმბუზი არსებობს თითქმის ყველა ტელეფონისთვის. უბრალოდ შედით საიტზე და აირჩიეთ თქვენი აპარატი და დააჭირეთ გადმოწერას. Nimbuzz