ICTის კურსი მართლაც საინტერესო იყო ჩემთვის , ბევრი რამ ვისწავლე რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში , თუმცა ახლა მინდა გიამბოთ რას ველოდი ამ კურსიდან, რატომ ავირჩიე და რამდენად გამართლდა ჩემი იმედები.
თავიდან როცა არგუსის პროგრამა ჩაირთო და საგნებს ვირჩევდი , ჩემი ყურადღება საგნის დასახელებამ მიიქცია , მივხვდი რომ ეს კურსი კომპიუტერთან უშუალო კავშირში იქნებოდა და არც ისე რთული უნდა ყოფილიყო, რადგან კომპიუტერი ჩემი დიდი მეგობარია :)) დროც ხელსაყრელი იყო ჩემთვის და გადავწყვიტე , რომ ერთ -ერთი რასაც ამ სემესტრში გავივლიდი ეს კურსი იქნებოდა .
კურსი მართლაც მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა , პირველი დავალება იყო ინფორმაციის მოძიება ჩვენი სახელის შესახებ , შემდეგ ბლოგის შექმნა , პროექტის გაკეთება ჯგუფში , მე და ჩემმა მეგობრებმა , ფიქრიამ და თეომ პოეზიის საღამო დავგეგმეთ და სურვილი გაგვიჩნდა ეს პროექტი მართლაც გაგვეხორციელებინა , თუმცა.... გაკვეთილის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმისა და ისტის მეშვეობით , რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და დიდი სიამოვნებით გავაკეთე , ეკსკურსია-პროექტი ყველაზე დაუვიწყარი დღე იყო ჩემთვის .
ამ კურსის გავლისას დავამუშავე საიტები www.blogger.com რომლის შესახებაც ადრეც ვიცოდი თუმცა არა ასე დეტალურად , ვისწავლე ვებ-გვერდის შექმნა , გვერდზე გამოკითხვის ჩატარება , ასევე ”doodle”ლი რომლითაც გამოკითხვის ჩატარებაა შესაძლებელი , უნდა ავღნიშნო საგანმანათლებლო საიტი სადაც სხვადასხვა ღონისძიებები საინტერესო პროექტები და ფორუმებია მასწავლებლებისათვის www.iearn.org მართალია ამ ვებ.გვერდით ხშირად არ ვსარგებლობ , მაგრამ თუ დამჭირდა აუცილებლად გამოვიყენებ
No comments:
Post a Comment