
ჩვენი კურსი ოფიციალურად 16 ივნისს დასრულდა, თუმცა 16შივე დაიგეგმა კიდევ ერთი დამატებითი ლექცია , სადაც მსურველები მივიდოდით და კიდევ შევისწავლიდიდთ რაღაც საინტერესოს. ჯგუფის რამდენიმე წევრს ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი არ დაგვეზარა და მივედით დამატებით ლექციაზე. თან დაგეგმილი გვქონდა , რომ ლექციის მერე ლექტორთნ ერთად ”Luca Polare"ში უნდა ”გვენაყინა” : D
მე ლიკა და ფიქრია ცოტა ადრე მივედით უნივერსიტეტში და უკან მდებარე გეგეშიძის ბაღში ვიხსენებდით რამდენი კარგი რამ გავაკეთეთ ამ კურსის განმავლობაში , ამასობაში 5 საათიც გახდა და ავედით აუდიტორიაში. იქ კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ნათია გველოდებოდა , მალე ლექტორიც და მეორე მეგობარიც შემოგვიერთდა.
ლექტრომა იქვე შეგვიმოწმა ელ.პორტფოლიოები (ანუ ჩვენი ბლოგები, სადაც ახლა ამ პოსტს ვდებ) გამოგვიცხადა საბოლოო ქულები და გვასწავლა კვლევის ჩატარება , მარტივად და სახალისოდ თემაზე ტკბილეული . ჯგუფი 2 ნაწილად გაიყო მე და ნათია , და ფიქრია , ლიკა და ლაშა , 2ვე ჯგუფს დაგვევალა 30 წუთის განმავლობაში გამოგვეკვლია რისთვის ყიდულობენ ადამიანები ტკბილეულს , შემდეგ კი ”Luca Polare” სთან შევხვედროდით.
კვლევამ საინტერესოდ ჩაიარა, ყველაზე დასამახსოვრებელი ერთი გიჟი ქალი იყო , რომელიც გვეჩხუბა , რომ მოვაცდინეთ და ვთხოვეთ კითხვაზე ეპასუხა და კიდევ ”ბებერი” ტყუპები , ძალიან სასაცილო ქალები , ფუფალასებრი მაკიაჟით , ნათია ისე აღაფრთოვანა იმათმა დანახვამ , რომ მეტი არ შეიძლება , გვინდოდა მათთვისაც გვეკითხა აზრი ტკბილეულთან დაკავშირებით , თუმცა ჩემი ციფრული რომ დაინახეს უარი გვითხრეს და გაიქცნენ, (მათ ასაკში როგორც შეეძლოთ სირბილი ისე) ამასობაში დროც გავიდა და მივედით დანიშნულ ადგილამდე :))
რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, შემდეგ კი ლექტორი ნაყინით გაგვიმასპინძლდა :)))
ეს იყო , კიდევ ერთი ლამაზი და გემრიელი დღე ამ კურსის განმავლობაში . იხილეთ რამდენიმე ფოტო , და კვლევის ამსახველი ვიდეო :))
მე ბებრი ტყუპები არ გამიგია.....ტყუპები მარტო ბავშვები შეიძლება იყვნეეეეეეეეეენ ვახ! :D:D:D
ReplyDelete:D:D:D:D ნათიასაც მასე ეგონა , მარა... :D
ReplyDelete