Friday, June 24, 2011

ისტ.ჯგუფი ”Luca Polare”-ში








ჩვენი კურსი  ოფიციალურად 16 ივნისს დასრულდა, თუმცა  16შივე  დაიგეგმა კიდევ ერთი დამატებითი ლექცია , სადაც მსურველები მივიდოდით და კიდევ შევისწავლიდიდთ რაღაც საინტერესოს.    ჯგუფის რამდენიმე წევრს ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი  არ დაგვეზარა და  მივედით დამატებით ლექციაზე. თან დაგეგმილი გვქონდა , რომ ლექციის მერე ლექტორთნ ერთად ”Luca Polare"ში  უნდა ”გვენაყინა” : D
 მე ლიკა და  ფიქრია ცოტა ადრე  მივედით უნივერსიტეტში და უკან მდებარე გეგეშიძის ბაღში ვიხსენებდით  რამდენი  კარგი რამ გავაკეთეთ ამ კურსის განმავლობაში , ამასობაში  5 საათიც გახდა და ავედით აუდიტორიაში. იქ კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ნათია გველოდებოდა , მალე ლექტორიც და  მეორე მეგობარიც  შემოგვიერთდა.
  ლექტრომა იქვე შეგვიმოწმა ელ.პორტფოლიოები (ანუ ჩვენი ბლოგები, სადაც ახლა ამ პოსტს ვდებ)  გამოგვიცხადა საბოლოო ქულები და  გვასწავლა  კვლევის ჩატარება , მარტივად და სახალისოდ თემაზე ტკბილეული .  ჯგუფი 2 ნაწილად გაიყო  მე და ნათია , და ფიქრია , ლიკა და ლაშა ,  2ვე ჯგუფს  დაგვევალა 30 წუთის განმავლობაში გამოგვეკვლია რისთვის  ყიდულობენ ადამიანები ტკბილეულს , შემდეგ კი ”Luca Polare” სთან შევხვედროდით.
კვლევამ საინტერესოდ ჩაიარა, ყველაზე დასამახსოვრებელი  ერთი გიჟი ქალი იყო , რომელიც გვეჩხუბა ,  რომ მოვაცდინეთ და   ვთხოვეთ  კითხვაზე ეპასუხა   და კიდევ ”ბებერი” ტყუპები , ძალიან სასაცილო  ქალები ,  ფუფალასებრი მაკიაჟით , ნათია ისე აღაფრთოვანა იმათმა დანახვამ , რომ  მეტი არ შეიძლება ,       გვინდოდა მათთვისაც გვეკითხა აზრი  ტკბილეულთან დაკავშირებით , თუმცა  ჩემი   ციფრული რომ დაინახეს უარი გვითხრეს და გაიქცნენ, (მათ ასაკში  როგორც შეეძლოთ სირბილი ისე)  ამასობაში  დროც გავიდა და მივედით დანიშნულ ადგილამდე :))
    რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, შემდეგ კი ლექტორი ნაყინით გაგვიმასპინძლდა  :)))
ეს იყო , კიდევ ერთი ლამაზი და გემრიელი დღე  ამ კურსის განმავლობაში . იხილეთ რამდენიმე ფოტო , და კვლევის  ამსახველი ვიდეო :))

Sunday, June 5, 2011

რა ვისწავლე კურსის განმავლობაში

ICTის  კურსი მართლაც საინტერესო იყო ჩემთვის , ბევრი რამ ვისწავლე რასაც  აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში , თუმცა ახლა მინდა გიამბოთ რას ველოდი ამ კურსიდან,  რატომ ავირჩიე და რამდენად გამართლდა ჩემი იმედები.
თავიდან როცა არგუსის პროგრამა ჩაირთო და საგნებს ვირჩევდი ,  ჩემი ყურადღება  საგნის დასახელებამ მიიქცია , მივხვდი რომ  ეს კურსი კომპიუტერთან უშუალო კავშირში იქნებოდა და  არც ისე რთული უნდა ყოფილიყო, რადგან კომპიუტერი ჩემი დიდი  მეგობარია :)) დროც ხელსაყრელი იყო ჩემთვის და  გადავწყვიტე , რომ ერთ -ერთი  რასაც  ამ სემესტრში გავივლიდი ეს კურსი იქნებოდა .
 კურსი მართლაც მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა , პირველი დავალება  იყო ინფორმაციის მოძიება ჩვენი სახელის შესახებ , შემდეგ ბლოგის შექმნა , პროექტის გაკეთება ჯგუფში , მე და ჩემმა მეგობრებმა , ფიქრიამ და თეომ  პოეზიის საღამო დავგეგმეთ  და სურვილი გაგვიჩნდა ეს პროექტი მართლაც გაგვეხორციელებინა , თუმცა....  გაკვეთილის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმისა და ისტის  მეშვეობით , რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და    დიდი სიამოვნებით  გავაკეთე , ეკსკურსია-პროექტი  ყველაზე დაუვიწყარი დღე იყო ჩემთვის .
 ამ კურსის გავლისას   დავამუშავე  საიტები www.blogger.com  რომლის შესახებაც ადრეც ვიცოდი  თუმცა არა ასე დეტალურად , ვისწავლე ვებ-გვერდის  შექმნა ,  გვერდზე  გამოკითხვის ჩატარება , ასევე ”doodle”ლი  რომლითაც გამოკითხვის ჩატარებაა შესაძლებელი ,  უნდა ავღნიშნო  საგანმანათლებლო საიტი სადაც სხვადასხვა ღონისძიებები საინტერესო  პროექტები და ფორუმებია მასწავლებლებისათვის www.iearn.org მართალია ამ ვებ.გვერდით ხშირად არ ვსარგებლობ , მაგრამ თუ დამჭირდა აუცილებლად გამოვიყენებ

ლაშქრობა არმაზის ხევში

თვეზე მეტიველოდე ამ დღეს, როგორც იქნა  დადგა 12 მაისიც ,  წინა ღამეს სანახევროდ მეძინა იმის შიშით  დილას წვიმა არ იყოს თქო :) დიდუბის სადგურზეც 40 წუთით ადრე მივედი  სახლიდან  ადრე გამოვედი რო არ დამეგვიანა J მალე მოვიდნენ მეგობრებიც და ნელ-ნელა ყველა შეიკრიბა , საჭირო პროდუკტები  შევიძინეთ და დაიწყო ეკსკურსია :))
1-ლი   აქტივობა დაძვრის შემდეგ იყო სახელების  მიმაგრება მკლავზე ან სადმე გამოსაჩენ ადგილას, როცა ”მარშუტკიდან” ჩამოვედით  დაგვევალა  გზის გაკვლევა არმაზის ხეობამდე  , შემდეგ შევისვენეთ თუმცა  მაშინ არც დაღლილები და არც ტალახიანები არ ვიყავით ჯერ, მესამე დავალება ერთმანეთის დაბადებიის დღეების დადგენას და შემდეგ რიგრიგობით დადგომას მოიცავდა  , ამ დავალებით   ფაქტობრივად ერთმანეთი გავიცანით, შემდეგი დავალება კი   წყვილში  სრულდებოდა და სხვადასხვა  ფოთლის შეგროვებას გულისხმობდა გზადაგზა  უნდა გვეგროვებინა ეს ფოთლები მეწყვილეებთან ერთად, თავიდან   დიდი შემართებით დავიწყე, მაგრამ მალე გზა გართულდა და  ფოთლებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა , მთავარი მიზანი კი  გზის ისე გავლა იყო რომ რამე  არ დამეზიანებინა  . საბოლოოდ ფოთლები დავთვალეთ და აღმოჩნდა რომ მე და გიორგიმ 29 განსხვავებული  ფოთლის  მოგროვება  შევძელით , გამარჟვებულმა გუნდმა 46 მოაგროვა :)))  გადავიღეთ  სამახსოვრო ფოტოები ჩვენს შეგროვილ ფოთლებთან და  განვაგრძეთ გზა. ნელნელა  გზა კიდე უფრო მეტად გართულდა  ნახევრად ტალახიანი  ვიყავი და გზის გაკვალვაში ლექტორი და ჯგუფელი ბიჭები მეხმარებოდნენ.
 ამის შემდეგ ავედით  ეკლესიაში,   გადავიღეთ ფოტოები და შევუდექით   ისეთი ადგილის მოძებნას სადაც დავსხდებოდით  დავისვენებდით და შევჭამდით :))) თან გვევალებოდა  ჩვენი მეწყვილესგან მისი უცნაური თვისება გაგვეგო  , როგორც დავადგინე  გიორგის ბავშვობაში  ელექტრო მოწყობილობების დაშლა უყვარდა და რაც მთავარია ისევ აწყობა , ნაწილების მორჩენის გარეშე. მე ჩემი უცნაურობა  არ გამახსენდა   უფრო გზის მშვიდობით გავლაზე ვფიქრობდი :)))  დამავიწყდა რომ მიცვალებულების და ყველაფრის რაც მათთან ასოცირდება პანიკურად მეშინია , და იკიდევ  ჭექა-ქუხილის მეშინია ძალიან    
შემდეგ ცოტა გავერთეთ ვითამაშეთ , ზოგიერთებმა გამოიძინეს     კიდეც :D
 არ შემიძლია არ ავღნიშნო ძაღლი ,  თეთრი და ძალიან საყვარელი   ნამდვილი თეთრი დათვი  , თან ძალიან კეთილი ( არ გვიღრენდა  და ვისარგებლეთ და დიდხანს ვიპოზიორეთ ამ ცუგასთან , თუმცა ბოლოს  მგონი დაიღალა და  ცოტა გაბრაზდა .













6 საათზე უკან დასაბრუნებელ გზას გამოვუდექით ,უკანა გზა ცოტატი უფრო ადვილი იყო გასავლელად უკვე ასე თუ ისე  ვიცოდით რა უნდა გვექნა . გზად ფოტოებიც გადავიღეთ და  მცხეთამდე ფეხით  ვიარეთ , მცხეთიდან კი  სამარშუტო ტაქსით დავბრუნდით თბილისში   ლოდინი დიდხანს მოგვიწია და  ამიტომ მე და ეკა პირველივე ”მარშუტკით” წამოვედით  დანარჩენები დარჩნენ რადგან მეტი ადგილი აღარ იყო, თუმცა მათი მარშუტკაც  მალე მოვიდა 
 ეს დღე არასდროს დამავიწყდება მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს სახლაფორთო ადგილები  მაინც ძალიან მაგარი იყო ერთადერთი ის არ მომეწონა რომ  იმ ბილიკებზე ვერ დავდიოდი და ტალახში ამოვისვარე  მარშუტკის მძღოლის მცხვენოდა , კიდევ კარგი  ბნელოდა და კარგად  არ დაუნახავს რა ”სუფთა ვიყავი :)))  კიდევ ის არ მომწონს რომ დრეს ყველაფერი მტკივა  :))))  სხვა ყველაფერი ძალიან კარგად გამახსენდება და ვიხალისებ საკუთარ თავზე  :D
  იხილეთ  რამდენიმე  ფოთოც ... :)))




















Monday, April 25, 2011

ქრისტე აღსდგა!



გილოცავთ! :):):)

May your days be many and your troubles be few. May all God's blessings descend upon you. May peace be within you, may your heart be strong. May you find what you're seeking wherever you roam !!! Happy Easter to EVERYONE!!!:)))

Thursday, April 14, 2011

რა არის კრედიტი?

რა არის კრედიტი?


კრედიტი, განმარტების თანახმად, წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ ერთეულს. სტუდენტების მუშაობის შეფასებისათვის პირველად კრედიტები ჰარვარდის უნივერსიტეტში (ამერიკის შეერთებულ შტატები)  XX საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს. შემდეგ ეს სისტემა დიდ ბრიტანეთში და მთელ ევროპაში გავრცელდა. სისტემამ ტრანსფორმირება განიცადა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მისი სხვადასხვა ვარიანტი გამოიყენებოდა.




XX საუკუნის 90-იან წლებში ინტენსიურად დაიწყო ევროინტეგრაციის პროცესებმი. აღნიშნულმა გლობალურმა პროცესებმა უმაღლესი განათლების სფეროც მოიცვა. ამიტომ დღეისათვის ერთ–ერთი მთავარი მიზანი არის უმაღლესი განათლების საერთო ევროპული სივრცის შექმნა, რომელიც კოორდინირება წარმოებს  ბოლონიის პროცესის რეკომენდაციების თანახმად. ამ მიზნის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტების თავისუფალი გადაადგილება სხვადასხვა ქვეყნებში განათლების მიღებისათვის. ევროპაში სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემა (European Credit Transfer System – ECTS), რომლის გამოცდა 1989 წელს ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში მოხდა. ეს კრედიტების ნაციონალური სისტემების “თარგმანის” ერთგვარი მცდელობა იყო.




ECTS-ის შემოღების მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნებს შორის სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა, კერძოდ “…მობილური სტუდენტების მიერ საზღვარგარეთ სწავლის პერიოდის აღიარების გამარტივება”. ტრანსფერის ეს სისტემა საშუალებას აძლევს სტუდენტს, თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყნებს ან ერთ ქვეყანაში არსებულ სასწავლებლებს შორის ისე, რომ მის მიერ ერთგან დაგროვილი კრედიტები აღიარებულ იქნეს მეორე სასწავლებელში.




ECTS-ის მნიშვნელობა დღესდღეისობით მხოლოდ კრედიტების ტრანსფერით არ შემოიფარგლება – ეს სისტემა კრედიტების დაგროვების საშუალებაცაა, ამიტომ მას დღეს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემას უწოდებენ. სტუდენტი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების გარკვეულ რაოდენობას უნდა აგროვებდეს (საქართველოში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები 180-დან 240 კრედიტამდე, ხოლო სამაგისტრო პროგრამები – 120 ევროპულ კრედიტს უნდა მოიცავდეს). კრედიტების დაგროვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტუდენტის კვალიფიკაციის დასადგენად. ECTS–ი ამის შესანიშნავ საშუალებას იძლევა. ECTS-ის მეშვეობით ადვილდება სასწავლო პროგრამების გაგება და შედარება. ამ სისტემის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სახის პროგრამისათვის, მიუხედავად მისი ტიპისა. შესაბამისად, ECTS–ი წარმოადგენს არა მხოლოდ მობილობის ხელშემწყობ ფაქტორს, არამედ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და შეფასებისათვის.




ბოლონიის პროცესის განხორციელების გაადვილების მიზნით, ევროპის ბევრ ქვეყანაში კანონით იქნა მიღებული ECTS -ი ქვეყნის შიგნით კრედიტების დაგროვების სისტემად, სხვაგან ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება. ზოგან ECTS-ი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების აკრედიტაციის აუცილებელი წინაპირობა გახდა.




საქართველოს კანონით “ უმაღლესი განათლების შესახებ” (მუხლი 87, პუნქტი 8) ჩვენ ქვეყანაში კრედიტების ტრანსფერის ევროპულ სისტემაზე გადასვლა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისამდე.


როდესაც გარკვეულია საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, კრედიტების გამოთვლა უკვე წმინდად ტექნიკური პრობლემაა.




ECTS -ი ეფუძნება პრინციპს, რომ დასწრებული სწავლების ფორმის სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში 60 კრედიტით განისაზღვრება. ევროპაში სტუდენტის დატვირთვა სრული სასწავლო პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში დაახლოებით 1500-1800 საათს შეადგენს; ამ შემთხვევაში ერთი კრედიტი 25-30 სამუშაო საათს უდრის. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კრედიტის სხვადასხვა საათობრივი ექვივალენტი გამოიყენება. ასე მაგალითად, გერმანიაში 1 კრედიტი უდრის 30 საათს. სკანდინავიის ქვეყნებში კრედიტის ფიქსირებული ზომა არაა დადგენილი და ის 25-დან 30-მდე მერყეობს. ასეთი “არამდგრადი” მაჩვენებლებით ოპერირება სისტემის პირველად დანერგვისას საკმაოდ პრობლემური შეიძლება იყოს, ამიტომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადაწყდა, კრედიტის საათობრივი მაჩვენებელი ზუსტად 27 საათით განისაზღვროს. არაა გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალოს და ჩვენც უფრო მოქნილ “მერყევ” მაჩვენებლებზე გადავიდეთ. მაგრამ ამჟამად საკრედიტო სისტემა შემდეგი მაჩვენებლებით განისაზღვრება:




1 კრედიტი = 27 საათი; 1 აკადემიური წელი = 27 x 60 = 1620 საათი




სტუდენტის დატვირთვა, ECTS -ის მიხედვით, არის დრო, რომელიც საჭიროა ნებისმიერი ტიპის სასწავლო საქმიანობის განხორციელებისათვის, როგორიცაა ლექციებსა და სემინარებზე დასწრება, დამოუკიდებელი სწავლა, პროექტებისა თუ გამოცდების მომზადება, საველე და საწარმოო პრაქტიკა და ა.შ.




თუკი ადრე, სტუდენტს აუდიტორიაში დროის საკმაოდ დიდი რაოდენობის გატარება უწევდა, და საგანს ძირითადად გამოცდების წინა პერიოდში, სასესიო კვირის დროს სწავლობდა, ECTS-ის შემოღება ამ ვითარებას კარდინალურად ცვლის: რადგანაც კრედიტებით იზომება სტუდენტის მთლიანი დატვირთვა სემესტრის განმავლობაში, მას უნდა მიეცეს დამოუკიდებელი სამუშაოს რეალურად შესრულების საშუალება.




როგორც ვხედავთ, სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობისათვის გათვალისწინებული დრო 1,5-ჯერ აღემატება მათ სააუდიტორიო დატვირთვას. ცხადია, დროის ასეთი განაწილება სემესტრში საგნების რაოდენობის შემცირებას და სხვა პროგრამულ ცვლილებებს გამოიწვს გარდა ამისა, უნდა შეიცვლოს სტუდენტთა შეფასების სისტემაც. ECTS -ის კრედიტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მოთხოვნილი სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და სწავლის შედეგებისა და მიღწევების შესაბამისი შეფასების შემდეგ. უნდა განისაზღვროს კრედიტის მინიჭების წინაპირობები, სტუდენტების რანჟირების სისტემა, კრედიტის შეუსრულებლობის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები და ა.შ.




პროგრამული ცვლილებები და შეფასების სისტემის დახვეწა აკადემიური პერსონალის ინტენსიურ მუშაობასა და დიდ დროს საჭიროებს. ცხადია არსებობს ECTS-ის მხოლოდ ფორმალური სახით გამოყენების საშიშროება რაც თავიდან უნდა იქნას აუცილებლად აცილებული,
2009 წლამდე, როგორც ამას საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ მოითხოვს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა სრულად უნდა იყოს დანერგილი.




ECTS-ის სწორ იმპლემენტაციას უამრავი პრობლემა ახლავს თან. ადმინისტრაციულ-ტექნიკური სირთულეების გარდა ეს უპირველეს ყოვლისა, არის მენტალიტეტის პრობლემები – ჩვენ უნდა გადავიდეთ სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე, ეს კი არც ისე ადვილი გასაკეთებელი აღმოჩნდა.




ვიმედოვნებთ, რომ ECTS-ის დანერგვა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე და ზოგადად უნივერსიტეტში, უზრუნველყოფს ერთის მხრივ საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას სტუდენტთა შესაძლებლობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, და მეორეს მხრივ, მათ მობილობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


ინფორმაცია  აღებულია  საქ.ტექნიკური უნივერსიტეტის საიტიდან

Friday, April 8, 2011

ხიდი

ახალგაზრდა გათხოვილი ქალი  თავს მარტოსულად გრძნობდა, რადგან მისი ქმარი მთელ დროს თავის სამუშაოს უთმობდა, ამიტომაც გაიჩინა საყვარელი. ერთ დღეს, როცა მისი ქმარი  სამსახურეობრივ შეხვედრაზე წავიდა,   ქალი შეუთანხმდა საყვარელს შეხვედრაზე.
მისი საყვარელი მდინარის მეორე ნაპირას ცხოვრობდა ,  ქალს მასთან მისასვლელად ხიდი უნდა გადაევლო.
როდესაც უკან ბრუნდებოდა ხიდზე მას მანიაკი შეხვდა , ქალს შეეშინდა და დახმარება უცნობ გამვლელს სთხოვა. გამვლელმა უთხრა , რო მხოლოდ იმ შემთხვევაში  დათანხმდებოდა  დახმარებაზე , თუ ქალი მას  დიდ თანხას გადაუხდიდა. ქალს თანხა არ ჰქონდა და  გადაწყვიტა საყვარლისთვის ეთხოვა დახმარება,  საყვარელმა ფულზე უარი უთხრა და ღამით მასთან დარჩენა შესთავაზა. ქალს დარჩენა არ შეეძლო  ამიტომ  გაახსენდა  ძველი მეგობარი მამაკაცი , რომელიც მასზე უიმედოდ იყო შეყვარებული. ქალი მივიდა მასთან , უამბო ყველაფერი და დახმარება სთხოვა . გულგატეხილმა  ძველმა მეგობარმა დახმარებაზე უარი უთხრა  და ქალი იძულებული გახდა, მარტო გამკლავებოდა მანიაკს , თუმცა ვერ შეძლო და მანიაკმა ის სიცოცხლეს გამოასალმა.

თქვენი აზრით  ვის მიუძღვის ქალის სიკვდილში  ყველაზე დიდი წილი?  1. მანიაკს, 2. ქმარს, 3.საყვარელს, 4.ბავშვობის მეგობარს, 5.უცნობ გამვლელს, 6.თავად მას .
 დაალაგეთ დამნაშავეები თანმიმდევრობით  :)))
RSS